წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფოცხოეწერში, ფახულანსა და ლიაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ მეწარმეებს აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და USAID ZRDA -ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 240 მ2 სასათბურე კონსტრუქციები გადაეცათ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა დევნილი მეწარმეების ხედვები მოისმინეს, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და მისი შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. პროექტის ბენეფიციარები USAID -ის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდებიან.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია