ადვოკატი - ძალიან მაინტერესებს გაბედავენ, თუ ვერა მიხეილ სააკაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით  სასამართლო პროცესის ჩატარებას, მგონია, რომ ვერ გაბედავენ

ღიმილის მომგვრელი იყო პროკურატურის ბრიფინგი, განსაკუთრებით იმის გაგება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმის გაგება, რომ დღის საათებში მოძრაობდა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სასაცილოა იმის გაგება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავებამდე მთელი საქართველო შემოიარა.

ადვოკატის განცხადებით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში „ჩამოშლილია.“

„ღიმილის მომგვრელი იყო პროკურატურის ბრიფინგი, განსაკუთრებით იმის გაგება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმის გაგება, რომ დღის საათებში მოძრაობდა. ამ ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩამოშლილია. ის ტყუილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თითქოს იყო ტრუსკავეცში და ხან ბუენოს - აირესიდან მოგვესალმებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. სასაცილო იყო ეს ყველაფერი, მითუმეტეს იმის ფონზე, მიხეილ სააკაშვილს შემოუვლია მთელი საქართველო, როგორც ჩანს, თითქმის ყველა ქალაქშია ნამყოფი.

ძალიან მაინტერესებს გაბედავენ თუ ვერა მიხეილ სააკაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესის ჩატარებას. მე უფრო მგონია, რომ ვერ გაბედავენ და ამ შემთხვევაშიც არ ჩაატარებენ სასამართლო პროცესს, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება შეუძლია და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა