ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოვან კაბინეტზე - ჩვეულებრივი თეატრია - ილუზიებში არიან მელია და სხვები

ნუთუ დაგავიწყდათ, ვის ხელში ვიყავით, როგორი დიქტატორული რეჟიმი სუფევდა ქვეყანაში?! ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი - ეს არასერიოზულობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ნიკა მელიას მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნიკა მელიას თბილისში „გარანტირებული წაგება აქვს“.

„ეს მახსენებს საზარელ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკულ დღეებს, როდესაც უბედური ტრაგიკული დღეები გვქონდა აგვისტოს ომის დროს და რუსთაველზე ჩვენი საცოდავი ხალხი გამოიყვანეს, „მიშა, მიშა“ აძახებინეს და კონცერტი გამართეს. ეს ხალხია „ნაცმოძრაობა“. ნუთუ დაგავიწყდათ, ვის ხელში ვიყავით, როგორი დიქტატორული რეჟმი სუფევდა ქვეყანაში?! ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი - ეს არასერიოზულობაა. მელიას გარანტირებული წაგება აქვს. კრიმინალია, სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები დღეს კიდევ რჩებიან პოლიტიკაში. ჩვეულებრივი თეატრია. თავის თავს აჯერებენ. ისევე, როგორც სააკაშვილმა თავის თავს დააჯერა, რომ აქ ჩამოვიდა და მოსახლეობა ტაშით დახვდებოდა. ჰქონდა ილუზიები, რომ არ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც აღმოჩნდა. ასეთ ილუზიებში არიან მელია და სხვები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო