ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არის ციხეში და მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება - ქვეყანაში 3 წელი არჩევნები აღარ იქნება, „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დამთავრდება

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო 3 წელში „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დამთავრდება“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება და „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლარიზაციისა და დესტრუქციის შემოტანისთვის არანაირი ბერკეტი აღარ ექნება“.

„არჩევნები მოვიგეთ და არჩევნებთან ერთად მათი ე.წ. რეფერენდუმიც მოვიგეთ. სააკაშვილი არის ციხეში და მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება. ეს ქვეყანას დამშვიდების შესაძლებლობას აძლევს და ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა „ნაცმოძრაობის“ დამთავრებაა. ამ ქვეყანაში 3 წელი არჩევნები აღარ იქნება, შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლარიზაციისა და დესტრუქციის შემოტანისთვის არანაირი ბერკეტი აღარ ექნება. ამ 3 წელიწადში „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დამთავრდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს