ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში  აივ ინფიცირების  419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შარშან შესაბამის პერიოდში 446 ახალი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული.

მათივე ცნობით, სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9051 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6766 – მამაკაცია და 2285 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა.1882 გარდაიცვალა.

„20 ოქტომბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5673 პაციენტი, მათ შორის 42 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.2 % (3185) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.1 % (4533) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.5 % (1129) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (113) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3389 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1216; შემდეგ იმერეთში 1086; აჭარაში 1042; აფხაზეთში (535); კახეთში (452) ქვემო ქართლში (518); შიდა ქართლში (342); გურიაში (192); სამცხე-ჯავახეთში (124) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 48 - გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს