სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე დაკავებულის ბებია - როგორც ვიცი, ჩემი შვილიშვილის დედა და ელგუჯა ცომაია ახლობლები არიან

კასპში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული გიორგი ნარიმანიძის ბებია არ გამორიცხავს, რომ მის რძალსა და ამავე საქმეში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას ნათესაობა აკავშირებდათ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან” ბრალდებულის ბებიამ აღნიშნა, იმ დროს როდესაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, მისი შვილიშვილი არ მუშაობდა, შესაბამისად შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილი ენახა.

მისივე თქმით, გიორგი ნარიმანიძე სამართალდამცავებმა გუშინ ახალქალაქში დააკავეს, როდესაც მას ეძინა.

,,ჩემი შვილიშვილი ალალმართალი ბიჭია, იმ დროს როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა არ მუშაობდა. ელგუჯა ცომაიას არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ვიცი ჩემი შვილიშვილის დედა და ცომაია ახლობლები არიან. მგონი ეს გვარია ზუსტად არ ვიცი. პირადად მე ძალიან მიყვარს სააკაშვილი.

გუშინწინ აქ იყვნენ მოსულები, პოლიციის ფორმა ეცვათ, დანარჩენი არ მიკითხავს იმიტომ, რომ მალე წავიდნენ. ჩემი შვილიშვილი ახალქალაქში დაუკავებიათ, როდესაც ეძინა, მე მის დაკავებას არ შევსწრებივარ. ჩემი შვილიშვილი ძალიან კარგი ბიჭია, არ მოიტყუება და სიმართლეს იტყვის”, - აღნიშნა ნინა ნარიმანიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ნარიმანიძეს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს