ჯანდაცვის სამინისტრო - ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“  შორის მატჩი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩი ჯანდაცვის სამინისტროს

რეგულაციების სრული დაცვითა და მაყურებელთა მიერ კოვიდ საშვის წარდგენით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაყურებელთა შესვლაზე კონტროლის კოორდინაცია სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა.

„მატჩზე დასწრების მსურველების კონტროლი კოვიდ საშვის პორტალის საშუალებით განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც მატჩს ის პირები დაესწრნენ, რომელთაც მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაცია უდასტურდებოდათ, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანა უდასტურდებოდათ, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი უფიქსირდებოდათ.

კოვიდ საშვის პლატფორმით როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის მატჩზე დასწრება უსაფრთხო/მწვანე ზონაში განხორციელდა.

პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ პორტალის https://covidpass.moh.gov.ge/ -ზეა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ჯეიმი ფლაი - უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა