ადვოკატი მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალის წარდგენაზე - სამართლებრივი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს, შესაბამისად, სასაცილოც კია მისთვისაც და ჩვენთვისაც

რეალურად სამართლებრივი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს, შესაბამისად, სასაცილოც კია მისთვისაც და ჩვენთვისაც, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებიდან 20 დღის შემდეგაც კი "ქართული ოცნება" სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ვერ ბედავს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ელოდება.

"ჩვენ აბსოლუტურად სხვა კუთხით ვუყურებთ ამ საკითხს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაანონსებული ჰქონდა საქართველოში დაბრუნება, შემდეგ მოვისმინეთ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები, აქციის დაორგანიზებას აპირებდნენ აეროპორტში. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი შეიძლება არ დაესვათ თბილისის აეროპორტში. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა სხვა გზით შემოსულიყო საქართველოში და ეს გზა მისი სიცოცხლის და უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი რისკის შემცველი იყო, სამაგიეროდ ამით მიხეილ სააკაშვილმა აგვაცილა თავიდან დაპირისპირება, რის დაორგანიზებასაც აპირებდა "ქართული ოცნება" და რეალურად ის ქვეყანაში დაბრუნდა ისე, რომ თმის ღერიც არავის ჩამოუვარდა თავიდან.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი დაბრუნება ქვეყანაში არის გმირობა, მან გააკეთა განცხადება, რომ დაბრუნდებოდა საქართველოში და დაბრუნდა კიდეც. მეორე მხარეს კი ვხედავთ მხდალ ხელისუფლებას, რომელიც 8 წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაში და 20 დღეა უკვე ადამიანი პატიმრობაში იმყოფება და პროცესს არ გვინიშნავენ. აი ამ საქმეზეც, წარდგენილ ბრალდებაზეც, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვერ გაბედავენ სასამართლო პროცესის ჩანიშვნას იმ ეტაპამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და მეტყველება შეუძლია მისი შიმშილობიდან გამომდინარე.

ბრალის დადგენილებაში მითითებულია სხვადასხვა პირთა ჩვენებები, თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვინ არიან ეს ადამიანები, ნაწილი იქნება ალბათ პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ არ გაგვიმახვილებია ამაზე ყურადღება იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს უბრალოდ სასაცილოა", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა