ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

ამის შესახებ მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს.

ნიკა მელიას თქმით, მამუკა ხაზარაძე იქნება ბრძოლის ავანგარდში დედაქალაქის მთავრობის რიგებში.

„იბრძოლებს ჩვენი შვილებისა და მხცოვანი ადამიანების კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მამუკა ხაზარაძე ყველაფერს გააკეთებს, რომ ცხოვრების სტანდარტი ამაღლდეს.

„მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე თქვენი საუკეთესო პარტნიორი , თქვენი მეგობარი, თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭვუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს“, - განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო