ირაკლი აბესაძე - განვახორციელებთ არაერთ მასშტაბურ ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტს - გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად და გავიმარჯვებთ თქვენთვის

დღეს განსაკუთრებით თავდაჯერებული ვარ, რომ სწორედ ამ გუნდის, ამ პროფესიონალი ადამიანების სახელით მეძლევა შესაძლებლობა, თბილისის ხვალინდელ დღეზე ვისაუბრო, - ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერის მოადგილის კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ ოპოზიციის კოალიციური კაბინეტის და თბილისის განვითარების პროგრამის წარდგენის თაობაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელების ცხოვრება გაუმჯობესდება და სამუშაო ადგილები შეიქმნება.

„ვისაუბრო მერის როლზე, რომ თბილისელების ცხოვრებაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიტანოთ სასიამოვო სიახლეები და რაც მთავარია, თბილისის მერის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტის, დახარჯული თითოეული ლარის მიზნად ვაქციოთ თბილისელების ცხოვრების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმებულებისთვის შემოსავლის გაზრდა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის სტიმულის მიცემა, რომ რეგიონში სწორედ თბილისი აქციონ საკუთარი საქმიანობის ადგილად. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვახორციელებთ არაერთ მასშტაბურ ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტს“,-განაცხადა აბესაძემ.

მან დაასახელა ის პროექტები, რაც არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება. ირაკლი აბესაძემ ამომრჩევლებს 30 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად და ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთვის“, -განაცხადა აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა წარადგინა. მერის მოადგილეობის კანდიდატებად ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, და ირაკლი აბესაძე დაასახელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს