მამუკა ხაზარაძე - გადამწყვეტი მომენტი დგება, რომ სახლებიდან უნდა გამოვიდეთ, მივიდეთ საარჩევნო უბანზე, მივცეთ ხმა  ცვლილებებს და განსხვავებას - ეს იქნება ქვეყნის შემოტრიალება, ეს იქნება გამარჯვების დაწყება

ქვეყანა დღეს კრიზისშია და ამ კრიზისიდან გამოსავალი ერთადერთია, ეს არის კოალიციური მმართველობა, რომელიც ნიშნავს დემოკრატიულ, ევროპული ტიპის მმართველობას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციის კოალიციური კაბინეტის და თბილისის განვითარების პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მერის მოადგილის კანდიდატად წარადგინა.

როგორც ხაზარაძემ განმარტა, კოალიცია ნიშნავს თანამშრომლობას, მაგრამ ამავე დროს, ურთიერთკონტროლსაც.

„დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოწოდება ცხოვრებაში საქმის კეთებაა და საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის და განსაკუთრებით იმ საქმეს მთელი გულით, რომელიც ჩემ ქვეყანას ეხებოდა და არასდროს მიფიქრია, თუ საიდან გავაკეთებდი ამ საქმეს. ამიტომ ვდგავარ დღეს აქ, რადგან დღეს არის უნიკალური შანსი, თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთოთ ის საქმე, რაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და ჩვენს თბილისს. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს კრიზისშია და ამ კრიზისიდან გამოსავალია ერთადერთი, ეს არის კოალიციური მმართველობა, კოალიციური მმართველობა, რომელიც ნიშნავს დემოკრატიულ, ევროპული ტიპის მმართველობას. ერთპარტიული მმართველობა არის რუსული ტიპის მმართველობა. 30-წლიანი პოსტსაბჭოთა გამოცდილებაში და ცხოვრებაში დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ სხვადასხვა პარტიებმა, რომელთა პროგრამები, რომელთა ხედვები ბევრ რამეში ერთმანეთს არ ემთხვევა და არც არის აუცილებელი, რომ დაემთხვეს, მაგრამ მათი მიზანი, რომ ეს ქვეყანა და ეს ქალაქი იყოს უკეთესი და გამარჯვებული, ეს მე მგონი, ყველას საერთო გვაქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განმარტებით, მათ მიზანია, ურთიერთობის, პატივისცემის, პოლიტიკური დიალოგის და დისკუსიის, პროგრამებით ჭიდილის ახალი სტანდარტი შემოიტანონ.

„კოალიციაში ყოფნა ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ნიშნავს, რომ ბევრ რამეზე ჩვენ თანხმობა არ გვაქვს, მაგრამ უმეტეს საკითხში ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ და გამოვიყვანოთ ეს ქალაქი და ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. კოალიცია ნიშნავს თანამშრომლობას, მაგრამ ამავე დროს, ნიშნავს ურთიერთკონტროლს. სწორედ, ეს მექანიზმი არის იმის დასამარცხებლად, რასაც გამეფებული კორუფცია და ნეპოტიზმი ჰქვია ამ ქვეყანაში, რომელმაც დაამუხრუჭა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა. მინდა, გითხრათ, რომ „ლელო“ ამ გაერთიანებაში და კოალიციაში შემოდის საკმაოდ სერიოზული წვლილით, ეს არის ჩვენი საკმაოდ სერიოზული მარშალის გეგმა თბილისისთვის და ის პროფესიონალები, რომლებიც დაიკავებენ გამარჯვების შემთხვევაში იმ ადგილებს, რომელთა იმედით და პროფესიონალიზმით ეს პროგრამა განხორციელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ თანაკოალიციის წევრებთან ერთად. მინდა მადლობა გადავუხადო კოალიციის ყველა წევრს, რომ მათ ეს ხედვა გაიზიარეს, დაეთანხმნენ უმეტეს ნაწილს და სწორედ ასეთი შემართებით დავიწყებთ პირველივე დღიდან ცვლილებებს, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული ადამიანებისთვის, რომ თითოეულმა თბილისელმა იგრძნოს შედეგი კოალიციური სიკეთისა და თბილისის მაგალითი, ასეთი მოდელი უნდა იყოს გადამდები ყველა ქალაქისთვის, სადაც მეორადი არჩევნები ტარდება. მინდა, ყველამ აიღოს ეს მაგალითი და იმპულსი, რომელიც თბილისში დაიწყო. ჩვენ გვინდა, რომ ორიენტაცია ხვალინდელ დღეზე, შემოვიტანოთ ახალი სტანდარტი ურთიერთობის, პატივისცემის, პოლიტიკური დიალოგის და დისკუსიის, პროგრამებით ჭიდილის, სუფთა ხელებით საქმის კეთების, ახალგაზრდების წინ წამოწევის, არახალგაზრდების და პროფესიონალების წინ წამოწევის. აქვე მინდა გითხრათ, ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მერიაში, ან სამსახურებში მუშაობენ, ყველა ეს პროფესიონალი და სუფთა ადამიანი შეინარჩუნებს თავის ადგილს, რადგან ჩვენ აქ არ მოვდივართ იმისათვის, რომ ვიღაც გავრეკოთ და ვიღაც შემოვიდეს. ჩვენ ერთი ქვეყანა, ერთი ქალაქი გვაქვს და ეს ქალაქი უნდა ვაშენოთ ერთად. თითოეულ ჩვენთაგანს, როგორც არასდროს, გვევალება, რომ ვიყოთ რიგითი ჯარისკაცები, მოვუწოდებ მთელ თბილისელებს, მთელ მოსახლეობას, მთელ საქართველოს - გადამწყვეტი მომენტი დგება, რომ სახლებიდან უნდა გამოვიდეთ, მივიდეთ საარჩევნო უბანზე და მივცეთ ცვლილებებს და განსხვავებას ხმა, ეს იქნება ქვეყნის შემოტრიალება, ეს იქნება გამარჯვების დაწყება. წარმატება კოალიაციას და მადლობა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს