საქართველოს პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტს ჟილ კარბონიეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოში, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა მოძიებისა და ოჯახებისთვის დაბრუნების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ICRC-ს, როგორც ნეიტრალური მედიატორის როლი და მხარდაჭერა ამ პროგრამის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით კომიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი მარტინ შუეპი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში დანიელ მაკსვინი, ხოლო საქართველოს მხრიდან - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა