აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმის წარმოების 9 თვის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმის წარმოების 2021 წლის 9 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შევიდა 19 417 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ. 9 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 13 528 საქმე. აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 120 საქმეზე, ხოლო მორიგება დამტკიცდა - 2 798 შემთხვევაში.

„სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს