კარლ ჰარცელი - ჩვენ სტრატეგიული დღის წესრიგი გვაქვს, ეს დაკავშირებულია შავი ზღვით კავშირების გაძლიერებასთან, რომ შავი ზღვა გადაიქცეს ხიდად ევროკავშირსა და საქართველოს შორის

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული დღის წესრიგი, რომელიც ემყარება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკვანძო პრინციპებს. ეს დაკავშირებულია შავი ზღვით კავშირების გაძლიერებასთან იმისთვის, რომ შავი ზღვა გადაიქცეს ხიდად ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ბათუმის პორტში განაცხადა.

მისი თქმით, ურთიერთობის აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ ეკონომიკური განვითარებისთვის.

„გვქონდა შეხვედრა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსთან და ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ბორანის ხაზი მუშაობდეს, რომ საქართველოს საზღვაო დროშა აღიარებული იყოს და ქართველმა მეზღვაურებმა შეძლონ სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ მუშაობა, ვიმუშავებთ ასევე მეთევზეობის განვითარებაზე და შავ ზღვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ეს მუშაობა გრძელდება. ამასთანავე, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. რაც შეეხება ინვესტიციებს - ეს არის კიდევ უფრო ფართო ნაწილი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების და ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ ეკონომიკური მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად“, - განაცხადა ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა