ანა ბიბილაშვილი - ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოსახლეობას ვაჩვენოთ, რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა, ეს არის თანასწორუფლებიანი კოალიცია, სადაც არ არსებობს უფროსი და უმცროსი

ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოსახლეობას ვაჩვენოთ, რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა, ეს არის თანასწორუფლებიანი კოალიცია, აქ არ არსებობს უფროსი და უმცროსი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც მან ოპოზიციის კოალიციური კაბინეტი შეაფასა.

როგორც ანა ბიბილაშვილი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კოალიციური კაბინეტის წევრები განსხავავებულები არიან, მათ აერთიანებთ ცოდნა, კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და საქმის ერთგულება.

„ჩვენი პოზიციები შეირჩა ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით, ეს არის კომპეტენცია და ის შესაძლებლობები, რომელიც ამ გუნდში თითოეულ ადამიანს გააჩნია. თქვენ ნახავდით რამდენად განსხვავებულები არიან ეს ადამიანები, მაგრამ მათ აერთიანებთ შესაძლებლობა, გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, საქმის ერთგულება. ასეთი ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს გუნდი. თითოეული ადამიანის ჩართულობა ძალიან დიდ შესაძლებლობებს და სიკეთეს მოუტანს ქალაქს. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ რეალური ხდება. მარტო წინასაარჩევნო, შეუსრულებელი ამოცანები კი არ არის, რაც ბევრი ვნახეთ, მაგალითად, კალაძის კამპანიაში. რეალური შესაძლებლობებია, რომლის გარანტორი ხდება თითოეული ადამიანი, ვინც ამ გუნდშია წარმოდგენილი. ჩვენ ეს საქმე გვიკეთებია ძალიან კარგად, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაოების შექმნა, უამრავი სხვადასხვა მიმართულებაა.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მოსახლეობას ვაჩვენოთ რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა, რას ნიშნავს როდესაც პარტიული განსხვავებულობა გვერდზე გადადის და წინა პლანზე დგება ის ამოცანები, რაც ქვეყანას და ადამიანებს სჭირდებათ“, - აღნიშნავს ბიბილაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის კოალიციურ კაბინეტში „პოზიციები თანასწორია“.

„ეს არის თანასწორუფლებიანი კოალიცია. აქ არ არსებობს უფროსი და უმცროსი, აბსოლუტურად თანასწორია პოზიციები. რაოდენობრივად, „ლელო“ ფართოდ არის წარმოდგენილი, ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი დამოუკიდებელი საინტერესო ლიდერი გვყავს პარტიაში და ეს ძალიან კარგია, განსხვავებულობა არის ჩვენს პარტიაში. ეს ადამიანები ამ ქალაქს დიდ სარგებელს მოუტანენ“, - აღნიშნავს ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა წარადგინა. მერის მოადგილეობის კანდიდატებად მელიამ მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, და ირაკლი აბესაძე დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა