გერმანიის ელჩის მოადგილე - მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ტრანსნაციონალური, საერთაშორისო კრიმინალური ბანდებისა და დაჯგუფებების შესაპყრობად

ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ტრანსნაციონალური, საერთაშორისო კრიმინალური ბანდებისა და დაჯგუფებების შესაპყრობად, - ამის შესახებ გერმანიის ელჩის მოადგილემ საქართველოში, ტანია ჰუტიმ ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის შესახებ განაცხადა.

ტანია ჰუტიმ ქართველ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია წარმატებული იყო.

„გასული დღეების განმავლობაში ჩატარდა ძალიან წარმატებული სპეცოპერაცია საქართველოს და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ტრანსნაციონალური, საერთაშორისო კრიმინალური ბანდებისა და დაჯგუფებების შესაპყრობად, რაც შესაძლებელი იყო ეს არაჩვეულებრივი შესანიშნავი თანამშრომლობის წყალობით ორივე ქვეყანაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ პარტნიორებს. განსაკუთრებით არაჩვეულებრივი, მაღალპროფესიული და შესანიშნავი მომზადებისა და ჩვენი, გერმანული მხარის წარმომადგენლობისთვის ადგილზე. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ბევრი ასეთი ტიპს წარმატებას“, - განაცხადა ელჩის მოადგილემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. დაკავებულია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი, რომელთაც ბრალი თაღლიღობის მუხლით წარედგინათ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შპს, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს