ნინო წილოსანი - მიხეილ სააკაშვილი არის მოარული კანონდარღვევა და კაცი დანაშაული - მანიპულირებს საკუთარი დიეტა-შიმშილობით

ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი არის მოარული კანონდარღვევა და კაცი დანაშაული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ასევე კანონდარღვევასთან იყო დაკავშირებული.

„დარწმუნებული ვარ, არც მისი ამომრჩევლისთვის იყო მისაღები ასე ლაჩრულად და სამარცხვინოდ, კონტეინერში, რძის პროდუქტებთან ერთად საქართველოში მისი შემოსვლა", - განაცხადა წილოსანმა.

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის შიმშილობის საკითხს და განაცხადა, რომ მის ჯანმრთელობაზე ყოველდღიური დღის წესრიგის აწყობა შეურაცხმყოფელია და მას დახვდა პენიტენციური დაწესებულება, სადაც ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ემოციებზე იმოქმედოს, მანიპულირებს საკუთარი დიეტა-შიმშილობით. როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის, ასევე მის შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს. მის პროვოკაციებზე მეტი ყურადღების გამახვილება არ ღირს", - განაცხადა წილოსანმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს