ადვოკატი - იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული არ იქნება, მისი ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში ვერ განხორციელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილიგლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში მდებარე ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში მისი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება და სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია რომელიმე სამოქალაქო კლინიკაში უნდა მოხდეს.

გელხაურის თქმით, ხელისუფლებას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე კონსილიუმისა და ექიმების რეკომენდაცია არ აინტერესებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი რაიმე პრივილეგიებს კი არ ითხოვს, უბრალოდ როგორც არის პრაქტიკა და წესი, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მსჯავრდებული გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკებში. დღეს ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზებული იქნება გლდანის ციხეში, სადაც ასევე მოთავსებული არიან სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებით მსჯავრდებული პირები, აქედან გამომდინარე მისივე უსაფრთხოებისთვის შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ჰოსპიტალიზაცია.

დღეს მოცემულობა გვაქვს, რომ ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია და ამბობს, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალიზაცია კი არ მოხდება, ეს განხორციელდება გლდანის მე-18 დაწესებულებაში, რასაც აქამდე ხელისუფლება გვთავაზობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ მედიკოსების ჩარევაზე უარს არ იტყოდა და გვექნება მედიკოსთა რეკომენდაცია, მოვახდენთ მის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში, დღეს შეცვალა ხელისუფლებამ და როგორც ჩანს, ეს დაპირება თავიდანვე იყო ფარსი, ხელისუფლებას არ აინტერესებს კონსილიუმისა და ექიმების რეკომენდაცია სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე“, - განაცხადა გელხაურმა.

ამასთან გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს თავს მხნედ გრძნობს.

„დღეს მხნედ არის. მოცემულობა, რომ 21 დღეა უკვე შიმშილობს მიხეილ სააკაშვილი, ეს ფაქტია, შესაბამისად, ის მორალურად არის ძალიან ძლიერად განწყობილი. ნორმალურად არის და როგორც ჩანს, ეს გადაადგილებისა და საუბრის პრობლემა პერიოდულად ხდება შიმშილობის დროს. შეიძლება მე-10 დღეს სხვა მოცემულობაა, მე-15 დღეს სხვა. დღეს არის მხნედ. არ ვიცით, როდის დამძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

იქამდე სანამ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული არ იქნება, მისი ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში ვერ განხორციელდება, შეუძლებელია“, - განაცხადა გელხაურმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა