იაგო ხვიჩია მამუკა ხაზარაძეზე - ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს

ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ჩრდილოვან კაბინეტში ვიცე-მერად დასახელდა.

როგორც მან აღნიშნა, ხაზარაძე მისი კარიერიდან გამომდინარე ბევრად ამბიციური უნდა იყოს და ვერ ხსნის, რატომ სურს ნიკა მელიას მოადგილე იყოს.

"ვერაფრით ვერ ვხსნი, ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს, ძალიან დიდი პატივისცემით მელიასთან, მაგრამ ეს ჩემნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, გამიკვირდა. ჩემი აზრით, ბევრად ამბიციური უნდა იყოს ხაზარაძე მისი წარმატებული კარიერიდან გამომდინარე, რისთვისაც პოლიტიკამდე ხელი მოუკიდია. წარმატების სიმბოლოა ზოგადად და ამას ყოველთვის ვაფასებ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ზოგადად ჩრდილოვან კაბინეტს, ხვიჩია აცხადებს, რომ რეალურად ეს "ბიძინა VS მიშა" შეთანხმებული თამაშია, რომელიც "ქართული ოცნების" გამარჯვებით დასრულდება და სწორედ "ქართული ოცნების" მიზანი იყო მთლიანად ოპოზიციური სპექტრი ერთად დაემარცხებინა.

"ფაქტია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდა რაღაცის გარშემო, რომელსაც კოალიციას ეძახიან, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის გასაგებია, რომ ეს არჩევნები პირველ ტურში რა შედეგებიც დაჯდა, ამის გათვალისწინებით არის მიშას და ბიძინას არჩევნები. ახლა მიშას გარშემოა გაერთიანებული მთელი ოპოზიციური სპექტრი და რაც 2012 წელს იყო, ზუსტად ისეთივე "მიშა VS ბიძინა" თამაშია. მე არ მაქვს ამ თამაშის წარმატების იმედი, რადგან ქართველი ხალხი სრულიად სამართლიანად არის გაბრაზებული სააკაშვილზე და ამ სიბრაზის გასაქარწყლებლად არაფერი გაუკეთებია, არანაირი პირობა არ დაუდია, რომ გამოსწორდებოდა და არავის სჯერა ეს. აქამდე ეს თამაში ყოველთვის "ქართული ოცნების" სასარგებლოდ სრულდებოდა, მე მგონია, რომ ახლაც იგივე გათვლა დევს ამ თამაშში, იცით, ჩემი პოზიცია მიშა სააკაშვილის და "ქართული ოცნების" შეთანხმებულობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებას" აწყობდა მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთად მოგროვება დასამარცხებლად. როცა ეს თამაში ოპოზიციის დამარხებით დასრულდება, თუ ასე მოხდება, მაშინ შემდეგი ნაბიჯი რა არის? რას ამბობენ, რომ ყველა ერთად ვიდექით და წავაგეთო არჩევნები?! კი ბატონო, წავა გაყალბებაზე საუბარი, მაგრამ ეს თუ არ დადასტურდა, მერე შემდეგი ნაბიჯი რა არის?"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა