ბავარიის პოლიციის დეტექტივი, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი - დიდი მადლობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური მხარდაჭერისთვის

დიდი მადლობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური მხარდაჭერისთვის. ასევე ხაზი მინდა გაუსვა, რომ თითოეულმა ქართველმა კოლეგამ, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ სპეცოპერაციაში, მაღალი მოტივაციით და პროფესიონალიზმით ხელი შეუწყო სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებას, - განაცხადა ბავარიის პოლიციის დეტექტივმა, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა პეტერ დეინცერმა.

მისი თქმით, თითოეულმა ქართველმა კოლეგამ, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ სპეცოპერაციაში, მაღალი მოტივაციით და პროფესიონალიზმით ხელი შეუწყო აღნიშნული სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებას.

პეტერ დეინცერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ფედერალური კრიმინალისტიკური სამსახურის მეკავშირე ბიუროსთან თანამშრომლობა თბილისში. „წარმატებული განხორციელება ჩხრეკის ღონისძიებების და ასევე განხორციელებული დაკავებები არის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები და პროკურატურა“ - აღნიშნა ბავარიის პოლიციის დეტექტივმა.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა