ირაკლი ღარიბაშვილი - მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური

არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, „ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური“.

„ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა - არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა, მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი. საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა. ამ ადამიანებს დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნებისა და არსებული სიტუაციის განცდა. მათ ჰგონიათ, რომ ისე როგორც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ატყუებდნენ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ასევე ეგონათ, რომ მოატყუებდნენ.

რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც გუშინ ვიხილეთ. არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური.

ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ, მამუკა ხაზარაძე იყო შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებებისა. ღამის ორ-სამ საათზე მიყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის „თიბისი ბანკშიც", ხაზარაძის ოფისებში და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად. ასევე, რა თქმა უნდა, იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს სააკაშვილის დროს. ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენმა და ათასობით და ათობით ადამიანია დაზარალებული, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.

რა თქმა უნდა, ის ფარსი, რომელიც ვიხილეთ, ეს არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია. ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება. ისინი საკუთარ თავს ატყუებენ, აჯერებენ და ამის შემდეგ ცდილობენ, რომ რაღაც ერთგვარი განცდა შექმნან უცხოელების თვალში, რომ რაღაც კოალიციური მთავრობის ერთგვარი ჩანასახი გააკეთეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:პრემიერის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე ყოველთვის მიხელ სააკაშვილის მორჩილი მსახური იყო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა