ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მიერ წარდგენილ ჩრდილოვან კაბინეტზე - ეს არის რაღაც უაზრო თამაშები

ეს არის რაღაც უაზრო თამაშები, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას მიერ წარდგენილი თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი.

კობახიძის თქმით, თბილისში კახა კალაძე უპირობოდ გაიმარჯვებს.

„ეს ე.წ. კოალიცია მათ წარადგინეს ჯერ კიდევ პირველ ტურამდე და გახსოვთ, რომ იქ იყო წარმოდგენილი მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე. ახლა დაამატეს 2,5%-იანი „ლელო“ და 0%-იანი ბურჯანაძის პარტია - ეს არის რაღაც უაზრო თამაშები. რა თქმა უნდა, თბილისში კახა კალაძე უპირობოდ მოიგებს არჩევნებს და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვა მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა