კახა კალაძე - გულწრფელად ვიტყვი, ოპოზიციის დაპირებები არც ვიცი, რამდენიმე დაპირება გამოისროლეს და ისიც ძალიან დიდი აბსურდი

გულწრფელად ვიტყვი, ოპოზიციის დაპირებები არც ვიცი. რამდენიმე დაპირება გამოისროლეს და ისიც ძალიან დიდი აბსურდი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათ არ აქვთ ხედვა და საარჩევნო პროგრამა, თუ თუ როგორ აპირებენ ამ ქალაქის განვითარებას.

„გულწრფელად ვიტყვი, ოპოზიციის დაპირებები არც ვიცი. რამდენიმე დაპირება გამოისროლეს და ისიც ძალიან დიდი აბსურდი. არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა, არანაირი დამოკიდებულება თბილისთან, თუ როგორ აპირებენ ამ ქალაქის განვითარებას, მოწესრიგებას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი პროექტი, არანირი დამოკიდებულება და ხედვა არ გააჩნიათ ამ ქალაქთან მიმართებით.

ერთადერთი გუნდი ვართ ჩვენ, ვისაც აქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, კონკრეტული პროექტები თავისი ქუჩებით, უბნების მიხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს