პირებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრნენ, 1-ელი ნოემბრიდან ალტერნატიულ ვაქცინას “ფაიზერს“, „სინოფარმს“ ან „სინოვაკს“ შესთავაზებენ

„ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, 1-ელი ნოემბრიდან იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაბალი მოთხოვნის გამო, ქვეყანა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას არც დონაციის გზით მიიღებს და არც შეიძენს. როგორც მან აღნიშნა, არის ალაბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს, მარაგში კი „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა