საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის პრეზენტაციას ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატები დაესწრნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და ევროკავშირის დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, ევროკავშირის დელეგაციისა და დიპლომატების, საქართველოს საზღვაო სექტორით დაინტერესება ს ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას უსვამს ხაზს.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში გვექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, დოკუმენტი, რომელიც 2030 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების მწყობრ გეგმას. ევროკავშირის დელეგაციისა და დიპლომატების, ლორენს მერედიტის და კარლ ჰარცელის დაინტერესება საქართველოს საზღვაო სექტორით და საზღვაო სტრატეგიით ხაზი უსვამს ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ევროკავშირის დელეგაციას ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი დაათვალიერებინა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი