გია ვოლსკი - „ნათელაშვილის ეზო 2“-ის გაკეთების მცდელობაა, იმ განსხვავებით, რომ ნათელაშვილი "მოტეხეს" - ისე, მეგონა, ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ

„ნათელაშვილის ეზო 2“- ის გაკეთების აშკარა მცდელობაა, იმ განსხვავებით, რომ ნათელაშვილი "მოტეხეს" - ისე, მეგონა, ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარმოდგენას.

მისი თქმით, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება მიღებულია განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს წინასაარჩევნო ფანდია.

"ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აშკარა მცდელობა, რომ ნათელაშვილის ეზო 2 გააკეთონ, რომ მოიზიდონ იმ საზოგადოების ხმები, რომლებიც მხარს უჭედნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას და "ნაცმოძრაობასთან" მათი მჭიდრო ურთოერთობის გამო, საკმაოდ სერიოზული დივიდენდები დაკარგეს, ის მცირედიც, რაც ჰქონდათ მიღებული, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს არის წინასაარჩევნო ფანდი, ვინაიდან, ეკლექტიკა, განსხვავებულობა საკმაოდ მაღალია, ახლა დაიმატეს კიდევ რუსული მიმართულებაც ბურჯანაძის სახით და მთლიანობაში უნდათ, ამით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილიდან მოიზიდონ ხმები.

ჩრდილოვანი მთავრობა, პროგრესის წარმოდგენის სურვილი იკარგება იმ რეალობის უკან, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ პერიოდში, როცა ფანჩატურში გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტები წარმოადგენენ თავის პოზიციას, ახლა ის განსხვავებაა, რომ ნათელაშვილი, ასე ვთქვათ, "მოტეხეს". ისე, მეგონა, რომ ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს