“ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული მუხრან დადვანი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების პატიმრობის შეცვლის მიზნით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლე გიზო უბილავამ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და მუხრან დადვანი პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე, საერთო ჯამში, დადვანის ჩათვლით შვიდი ბრალდებული იყო წარმოდგენილი, რომლებიც ასევე პატიმრობაში დარჩნენ. პროკურატურამ შვიდივე მათგანის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

როგორც სხდომაზე ბრალდების მხარემ განმარტა, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია წარდგენილი ბრალდების ქმედება, ბრალდებულების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია იდენტური დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელება, ჯგუფური ორგანიზებული ძალადობრივი ქმედება და ა.შ.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები ძალადობრივ ქმედებას არ უარყოფენ, მაგრამ ამბობენ, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობენ. პროკურორის თქმით, ბრალდება მიიჩნევს, რომ ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედება თავისუფლებაში ყოფნისას შესაძლოა განმეორდეს, ასევე, გასათვალისწინებელია მტიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეები.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მუხრან დადვანის ადვოკატების მსგავსად, სხვა ბრალდებულის ადვოკატებმაც სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართეს.

ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულები პატიმრობაში დარჩნენ. ამასთან, დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას არ ითვალისწინებს და პროკურატურის მიერ დასახელებული საფრთხეები შაბლონურია.

ცნობისთვის,რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა