თემურ ჯანაშია - მიხეილ სააკაშვილი უნდა იღებდეს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და ამის გარანტიას ციხის საავადმყოფოში ვერ მიიღებს

მინდა მოვიკითხო ადამიანი, რომელიც ამდენი დღეა შიმშილობს და არის უკანონო პატიმარი, - ამის შესახებ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა ხარისხიანი სამედიცინო დახმარება უნდა მიიღოს.

„ვთვლი, რომ პრეზიდენტი უნდა იღებდეს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და ამის გარანტიას ციხის საავადმყოფოში ვერ მიიღებს.

პრეზიდენტ სააკაშვილზე რომ აშკარა ზეწოლა ხორციელდება, ამას ისედაც აშკარად ვხედავდით, მაგალითად, როცა ტელევიზორს არ აძლევდნენ და სასამართლოს არ უნიშნავენ. შესაბამისად, ეს ქმედებაც არის ზეწოლა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხული არ არის", - განაცხადა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს