კახა კუჭავა - კახა კალაძეს ნამდვილად არ ჰყავს კონკურენტი და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს

კახა კალაძეს ნამდვილად არ ჰყავს კონკურენტი და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩეველი რეალურად აწონ-დაწონის, თუ ვინ რას სთავაზობს ქალაქს განვითარებისთვის.

„ძალიან კარგად ვიცით ყველამ, არა მხოლოდ უშუალოდ პოლიტიკოსების, არამედ გარშემო არსებული მათი მხარდამჭერების მხრიდანაც ის შეურაცხყოფები, სიძულვილის ტალღა, რომელიც მათ შემთხვევაში კონკრეტულად კახა კალაძის, მისი ოჯახის მიმართ იქნა გამოყენებული.

ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ზუსტად ეს არის განმსაზღვრელი, რაზეც გააკეთებს ამომრჩეველი არჩევანს, გამოიყენებს ამას საფუძვლად, რომ რეალურად აწონ-დაწონოს, ვინ რას სთავაზობს ქალაქს განვითარებისთვის და კიდევ ერთხელ ამ კუთხით კახა კალაძეს ნამდვილად არ ჰყავს კონკურენტი და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს”,- აღნიშნავს კუჭავა.

ის ასევე გამოეხმაურა სიძულვილის ენის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ კანონპროექტს განიხილავენ ჩვეულებრივი ვადების გათვალისწინებით, სადაც ყველას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს და ის კანონი მიიღონ, რომელიც ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას.

„ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო განხილვა იყო ბიუროზე. ძირითადად შევეხეთ, რამდენად დაჩქარებული წესით უნდა განხილულიყო თუ არა, მეც ვთვლი, რომ როდესაც მსგავს კანონპროექტზე ვსაუბრობთ, უფრო მეტი მსჯელობა იქნებოდა უკეთესი.

ძალიან კარგია, რომ ბიუროს უმრავლესობა ამ კუთხითაც დამეთანხმა და ჩვენ ამ კანონპროექტს განვიხილავთ უკვე ჩვეულებრივი ვადების გათვალისწინებით, სადაც საშუალება ექნება ყველას, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, მიიღონ მონაწილეობა და მივიღოთ ის კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო დეპოლარიზაციას და იმ მდგომარეობის შექმნას, სადაც აღარ იქნება გამოყენებული სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და აშ.

კანონპროექტი დარეგისტრირებულია, ნამდვილად იქნება განხილვები და განხილვების დროს ვნახავთ, რეალურად რა შედეგს შეიძლება მივაღწიოთ“, - აღნიშნავს კუჭავა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს