კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე ღვინის წარმოება დაიწყო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე ღვინის წარმოება დაიწყო.

კომპანია „ეთნო ოკამი“, რომელიც ქართული ქვევრის ღვინოს აწარმოებს, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრადიციების შერწყმით ქმნის ნამდვილ ქართულ გემოს.

“კომპანიას მეღვინეობის ინდუსტრიაში ჩამოყალიბებისა და შექმნის უნიკალური ისტორია გამოარჩევს. „ეთნო ოკამის“ დაფუძნების წინაპირობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაზაზე დამზადებული გამორჩეული ღვინოებია, რომელთა შექმნაშიც, პროფესურასთან ერთად, თავად სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. ზოგადად, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი საინტერესო პრაქტიკული სწავლისა და სწავლების მეთოდებით გამოირჩევა.

2015 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფუნქციონირებს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა CIU-ში, რომლის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ქართული ღვინის წარმოება, ვენახის გაშენებიდან ღვინის მარკეტინგამდე. ფაკულტეტის ბაზაზე, ფუნქციონირებს სხვადასხვა კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-კვლევითი აპარატურითა და დანადგარებით. სადეგუსტაციო კაბინეტი, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აკონტროლონ ღვინის ხარისხი და ეზიარონ ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას. ასევე უნიკალური სასწავლო-კვლევითი ბაზა, რომელიც მოიცავს ქართული ქვევრებით აღჭურვილ მარანს, ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარ საკოლექციო ნაკვეთს 118-ზე მეტი ჯიშით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის წევრია.

„ორგანიზაციის წევრობა კსუ-ს შესაძლებლობას აძლევს იყოს მთავარი საერთაშორისო ღონისძიებების, გამოფენა-ბაზრობების, ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიის სექტორის ფორუმების მონაწილე. ორგანიზაციის აკადემია უშუალოდ არის ჩართული კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღეს მევენახეობა-მეღვინეობა ყველაზე მეტად განვითარებულ ფაზაშია შესული, რასაც კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა სიმრავლეც ადასტურებს.

დღეისათვის „ეთნო ოკამი“ ხუთი ძირითადი სახეობის პროდუქციას აწარმოებს: ხაშმის საფერავი; რქაწითელი კახეთიდან და ქართლის ჯიშები უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ვენახებიდან, ესენია: შავკაპიტო, თავკვერი, გორული მწვანისა და ჩინურის სეპაჟი.

აღსანიშნავია, რომ „ეთნო ოკამის“ დასახელებით უკვე გაჩნდა ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები. კომპანია მიზნად ისახავს აწაარმოოს ხარისხიანი ქართული ღვინო, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მოიცავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე