პროკურორი მედიის მიმართ ძალადობაში ბრალდებულების ადვოკატებზე - მინდა მათ მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, ძალადობის წამახალისებლები არ გახდნენ

ადვოკატებს მინდა მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, ძალადობის წამახალისებლები არ გახდნენ. ბრალდებულებისთვის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომელიღაც კონკრეტული ჯგუფი, ან ჯგუფთან ასოცირებული პირები მიუღებლები არიან, ეს მათ უფლებას აძლევთ და თავს ვალდებულად თვლიან, რომ ამ ადამიანებს ფიზიკური დაზიანება მიაყენონ, - ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულებს სჯერათ, რომ ძალადობით საკუთარ ღირსებას იცავენ.

"სიმართლე გითხრათ, როცა რეპლიკას ვამბობდი, ვფიქრობდი, კონკრეტულ მტკიცებულებებზე მივუთითო, თუ იყოს, იფიქრონ, რომ მხოლოდ მირანდა ბაღათურიას ჩვენება დევს საქმეში და მეტი არაფერი და მშვიდად შეხვდნენ არსებით განხილვებს-მეთქი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მაინც ვისაუბრო მტკიცებულებებზე... როცა საუბარია რბევაზე, სხვისი ნივთის დაზიანებაზე, უნდა იცოდეთ, რომ კორპუსში, დახურული სადარბაზო იყო, რომელსაც სპეციალური კოდი სჭირდებოდა შესასვლელად, ბრალდებულებმა სხვადასხვა საგნით მოახდინეს მისი ჩამტვრევა. პირმა, რომლის ჩვენებაც საქმეში წარმოდგენილია, ბრალდებულები ამოიცნო, რომლებიც შეცვივდნენ, დაარბიეს და დაანგრიეს სადარბაზოს შესასვლელი კარი, შეეშალათ კარი და სხვა პიროვნებას შეუვარდნენ სახლში. იმ პიროვნების ჩვენებაცაა საქმეში.

როცა ბრალდებულებს ვუსმენ და ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც ვემორჩილები კანონს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადვოკატებიც, მეც, მედიის წარმომადგენლებიც, სასამართლოც, ვემორჩილებით კონსტიტუციას, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, ასეთ დროს ადვოკატებს მინდა მოვუწოდო ფრთხილად იყვნენ, ძალადობის წამახალისებლები არ გახდნენ. ბრალდებულებისთვის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომელიღაც კონკრეტული ჯგუფი, ან ჯგუფთან ასოცირებული პირები მიუღებლები არიან, ეს მათ უფლებას აძლევთ და თავს ვალდებულად თვლიან, რომ ამ ადამიანებს ფიზიკური დაზიანება მიაყენონ, დალეწონ მათ საკუთრება, მათ შორის, სადარბაზოს კარი, ამ მოცემულობაზე ამბობენ, ხვალაც გავაკეთებთო, რადგან სჯერათ, რომ ამით საკუთარ ღირსებას იცავენ, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს თვითონვე ასაბუთებენ.

ყველა ადამიანი ვალდებული ვართ დავემორჩილოთ საქართველოს კონსტიტუციას, პატივი ვცეთ სხვის აზრს, პროფესიას. რომელიმე ადვოკატი დაუშვებს, რომ მე რადგან სახელმწიფო ბრალმდებელი ვარ, ვიღაცამ ჩემზე კონკრეტული ძალადობა გამოიყენოს? ერთ დღესაც საქართველოში რომელიმე ჯგუფმა რომ გადაწყვიტოს უსაქციელობაა თუკი ადვოკატის პროფესიას პატივს სცემ და კონკრეტულმა ჯგუფებმა ადვოკატების მიმართ დაიწყონ ძალადობა, რომელიმე თქვენგანს მოგეწონებათ? რა თქმა უნდა, არა! ყველა ვალდებული ვართ, სხვისი გამოხატვის თავისუფლებას პატივი ვცეთ. მართალია, ბრალდებულ დავით კუტალაძეს არ მოსწონს კონკრეტული ტელევიზიები, მაგრამ ამ ტელევიზიებს საჯარო სივრცეში მუშაობის უფლება გააჩნიათ. მართალია სხვა ბრალდებულებსაც გონიათ, რომ კონკრეტულ ჯგუფებს უფლება არ აქვთ კონკრეტულ ტერიტორიაზე გაიარონ, მაგრამ მათ ეს უფლება გააჩნიათ", - განაცხადა იაკობიძემ.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა