თამბაქოს ზიანის შემცირება - როგორ მივაღწიოთ პროგრესს?

თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. ჯანდაცვის ექსპერტები და კანონმდებლები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან - დასახულ ამოცანას თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და მომხმარებლისთვის მოწევისთვის თავის დანებების ხელშეწყობა წარმოადგენს.

თუმცა, მათი მიდგომები განსხვავებულია. მაშინ, როდესაც მსოფლიოში გავრცელებულ პრაქტიკას თამბაქოს ნაწარმზე მკაცრი კონტროლისა და აკრძალვების დაწესება წარმოადგენს, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი თამბაქოს ნეგატიური ზეგავლენის აღმოფხვრის პროცესში ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობების განხილვას უსვამს ხაზს. ამ პროცესში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასა და გონივრულ საკანონმდებლო ინიციატივებს.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიასა და თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე გვესაუბრა.

რას გულისხმობს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია და თქვენი აზრით, რა როლი ეკისრებათ თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?

ბუნებრივია მიზანი მოწევისგან თავისუფალი გარემოა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება, განსაკუთრებით ახალგაზრდების, თამბაქოს მავნებლობის შესახებ. ვინაიდან ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებიც არ არის აბსოლიტურად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქო კლავს ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის როგორც აქტიურ მწეველებს, ასევე არამწეველებს, რომლებიც განიცდიან მეორადი კვამლის გავლენას. მოწევის შეწყვეტის უამრავი პროგრამა, როგორც წესი, მწეველს აძლევს ორ უსიამოვნო ალტერნატივას: დაანებოს თავი, ან მოკვდეს.

ვინაიდან მწეველს დამოკიდებულების გამო (როგორც ნივთიერება ნიკოტინზე, ასვე ჩვევაზე- გარკვეული რიტუალისადმი დამოკიდებულების გამო) საკმაოდ უჭირს და ხშირად მათვის პრაქტიკულად შეუძლებელია მწეველობის შეწყვეტა, მიუხედავად ჯანმრთელობის რეალური და აშკარა უარყოფითი შედეგებისა.

მოწევის შეწყვეტის, თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირების მესამე მიდგომა მოიცავს ალტერნატიულ, ნაკლებად ტოქსიურ პროდუქტზე გადასვლას. ვინაიდან გაცილებით უსაფრთხოა ჩვეულებრივი წვადი სიგარეტისგან განსხვავებით. სამეცნიერო კვლევების საფუძველზე დაყრდნობით ალტერნატივა რომელიც მოწოდებულია, თამბაქოს გასახურებელი პროდუქტის THS (The Tobacco Heating System) სახით, გათბობით და არა თამბაქოს დაწვით, გამოყოფს 95% -ით ნაკლებად მავნე ქიმიკატებს წვად სიგარეტთან შედარებით.

ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ისეთივე მავნებელია, როგორც ტრადიციული სიგარეტი; უფრო მეტიც, არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასახურებელი თამბაქო უფრო მეტ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს ვიდრე ტრადიციული სიგარეტი- თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია- სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებული ინფორმაცია ზემო ხსენებული მოსაზრების შესახებ?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები და მარეგულირებლები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები საკვებისა და წამლის სააგენტო (FDA), ინგლისის ექიმთა სამეფო კოლეჯის (U.K. Royal College of Physicians), ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ქირურგის (U.S. Surgeon General) პოზიცია არის ცალსახა რომ ნიკოტინი მიუხედავად იმისა რომ არ არის უსაფრთხო, არ არის პირველადი მიზეზი სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების. თამბაქო და თამბაქოს კვამლი შეიცავს ათასობით ტოქსიურ ნივთიერებას, რომელიც წარმოიქმნება წვის შედეგად და სწორედ ეს ნივთიერებები და არა ნიკოტინი არის სერიოზული დაავადებების განვითარებისა და სიგარეტის მწეველებში სიკვდილის ძირითადი მიზეზი”.

სიგარეტის კვამლი არის კომპლექსური ნაერთი რომელიც 6000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ამ ნივთიერებებიდან ნაწილი ზოგიერთი სახელმწიფოს მარეგულირებლის მიერ არის აღიარებული როგორც მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერება (FDA, Health Canada, WHO), რომელიც არის ძირითადი მიზეზი მოწევათან დაკავშირებული დაავადებების განვითარების.

თამბაქოს გახურების ინოვაციური ტექნოლოგი - თამბაქოს პროდუქტებში თამბაქოს გახურება ხდება წვის ინიცირებისთვის საჭირო ტემპერატურაზე ბევრად ნაკლებ ტემპერატურაზე. არ მიმდინარეობს წვის პროცესი , განსხვავებით სიგარეტისგან. წვის არარასებობის გამო, თამბაქოს ღერი, გამოყენების შემდეგაც ინარჩუნებს სტრუქტურულ მთლიანობას. სიგარეტისგან განსხვავებით, არ წარმოიქმნება ფერფლიც. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმი და წვის არარსებობა გასახურებელ სისტემაში დადასტურებულია სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ, ასევე დამოუკიდებელი კვლევებით (On behalf of the New Zealand Ministry of Health, CRL Energy Ltd.).

მიზნობრივი კვლევა ჩატარდა იმ მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებზე, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ: FDA შემცირებული სიის, Health Canada ,WHO - 58 ნივთიერებაზე, რომელიც მოიცავს 54 მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებას და FDA სრული სიის მიხედვით 93 ნივთიერებაზე ორივე შემთხვევაში აღინიშნებოდა მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების შემცირება საშუალოდ 90% თამბაქოს გახურების შედეგად მიღებული აეროზოლი ფუნდამენტალურად განსხვავდება სიგარეტის კვამლისგან ის არ შეიცავს წვისთვის დამახასიათებელ მყარ ნაწილაკებს , ხოლო მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების რაოდენობა საშუალოდ შემცირებულია 90%-95%-ით.

მსგავსი შედეგები იყო მიღებული ასევე დამოუკიდებელი კვლევებით, მათ შორის ჩატარებული კვლევები სახელმწიფო კვლევითი ცენტრების მიერ, როგორიცაა იაპონია (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი) , გერმანია (გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი, გერმანიის კიბოს კვლევითი ცენტრი , ასევე ამერიკის შეერთებული შტატების FDA ლაბორატორიის მიერ (FDA's Southeast Tobacco Laboratory (STL), ნიდერლანდები (National Institute for Public Health and the Environment (RIVM)).

და ბოლოს შეგვიძლია გასახურებელი თამბაქოს პროდუქტს დადებითი რეკომენდაცია მივცეთ იმ უპირატესობების გამო, რაც აქვს და ამასთან აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ის მოთხოვნები, რაც ზოგადად აქვს მავნე პროდუქტების გამოყენებას. კერძოდ შეზღუდვები, რომელიც ეხება პროდუქტებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და THS-ის რეკლამირებას. და პოპულარიზაციის შედეგად ახალგაზრდების ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით, PMTA– ს (საკვების და წამლის სააგენტოს მარეგულირებელმა სისტემამ) დააწესა მკაცრი შეზღუდვები პროდუქციის ბაზარზე გაყიდვის შესახებ - განსაკუთრებით ვებსაიტების საშუალებით და სოციალური მედია პლატფორმების საშუალებით - რეკლამირების მიზნების გათვალისწინებით. კანონი ასევე მოქმედებს ასაკის შეზღუდვასთან დაკავშირებით (თამბაქოს ნაწარმის შეძენისას). რაც კიდევ უფრო მისაღებს ხდის ამ პროდუქტს.

და რაც მთავარია სწორი ინტერპრეტაცია აქვს -დაბალი რისკის მქონე პროდუქტია და არა უსაფრთხო!!!

(R)

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო