ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი საზრუნავია, რომ მეორე ტურის შემდეგ დასრულდეს ყოველგვარი დისკურსი - ლაპარაკი სააკაშვილზე, „ნაცმოძრაობაზე“ და გადავიდეთ პროგრესზე და განვითარებაზე

ჩვენი მთავარი საზრუნავია, რომ მეორე ტურის შემდეგ დასრულდეს ყოველგვარი დისკურსი - ლაპარაკი სააკაშვილზე, „ნაცმოძრაობაზე“ და გადავიდეთ პროგრესზე და განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებენ.

„ვაგრძელებთ აქტიურ შეხვედრებს ჩვენს საარჩევნო შტაბებთან. წალენჯიხაში ვიმყოფებოდი ახლა, შევხვდი ჩვენს საარჩევნო შტაბს. ძალიან ძლიერი განწყობაა. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი გოგა გულორდავა, რომელსაც უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული და სახელმწიფოს მტერი ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. ჩვენი ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, 20-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერად მოვიგებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენმა კანდიდატმა ძალიან დიდი უპირატესობით მოიგოს ამ არჩევნებში იმისთვის, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ხალხს ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს საშუალება რეალურად მთავრობამ იზრუნოს მათი პრობლემების მოგვარებაზე, გადაჭრაზე, განვითარებასა და პროგრესზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, რომ მეორე ტურის შემდეგ დასრულდეს ყოველგვარი დისკურსი - ლაპარაკი სააკაშვილზე, „ნაცმოძრაობაზე“ და გადავიდეთ პროგრესზე და განვითარებაზე, ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა