პრემიერი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში და ეს მისალოცია თითოეული ქართველისთვის

საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში და ეს მისალოცია თითოეული ქართველისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წალენჯიხაში განუცხადა, სადაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მორიგ გამარჯვებას გამოეხმაურა, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება და გამარჯვება.

"საქართველომ გაიმარჯვა და რა თქმა უნდა, ეს მისალოცია თითოეული ქართველისთვის. აგვისტოს ომი ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და აღვნიშნოთ ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს. აგვისტოს ომის პროცესში ნათლად გამოჩნდა მისი ლაჩრული სახე და მოღალატეობრივი საქმიანობა, როგორ ჩააბარა მოღალატეობრივად კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ადამიანი აქცია დევნილობაში. აი, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მმართველი, რომლის პირობებშიც დაიკარგება ტერიტორიები, დაკანონდება ოკუპაცია, საერთოდ როგორ უნდა ბედავდეს არათუ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარს, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ამიტომ დღეს რეალობა არის შემდეგი, რომ ეს მთავარი მასხარა, ეს ბელადი მათი, არის ციხეში იმიტომ, რომ მან არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა და ყველა დამნაშავე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობას იკავებდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ პრაქტიკა იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ადამიანი არ დგას და ვერ იქნება კანონზე მაღლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს