ირაკლი ღარიბაშვილი - გამორიცხულია, სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს, მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან უკრაინული მხარისთვის გადაცემა გამორიცხულია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი ციხეში იქნება.

„მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს, 6 წელი არ იჯდება, აპირებენ უკრაინაში გადაცემას და ა.შ. ეს ორივე არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს. მინიმუმ 6 წელი იჯდება ის საპატიმროში, ასევე გამორიცხულია, ამაზე სერიოზული კომენტარიც არ შეიძლება გავაკეთო, ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში. ეს არის სრული აბსურდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა