კოჯორში იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კოჯორში იუნკერთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მემორიალის მიმდებარედ სრულად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა - დაიდგა საპარკე სკამები და ურნები, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ტერიტორია შემოისაზღვრა დამცავი ბარიერებით.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის არჩეული კანდიდატი, ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„მემორიალის რეაბილიტაცია ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობისაა. იუნკერებმა სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველთვის გავიხსენოთ ჩვენი გმირები, ყოველწლიურად მოვიდეთ მემორიალთან და პატივი მივაგოთ მათ “, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 191 882 ლარი გამოიყო.

1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად, დავით ციციშვილის თაოსნობით აიგო იუნკერთა მემორიალი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა