მიხეილ სააკაშვილი - მადლობა ადამიანებს, რომლებიც გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა: „მიყვარხართ“ - შეიძლება ყოველ დღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ყოველ დღე ვძლიერდები

შეიძლება ყოველ დღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველ დღე ვძლიერდები ,- ამის შესახებ ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ადამიანები და საქართველო უყვარს.

„დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - „მიყვარხართ“ და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.

დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო!.

შეიძლება ყოველ დღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველ დღე ვძლიერდები“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე 21-ე დღეა შიმშილობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს