ადვოკატი - სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ წაქეზებულ კრიმინალებთან - ეს არის უარის თქმა ჰოსპიტალიზაციაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სახელმწიფოს მხრიდან მის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმას ნიშნავს.

როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსთავის ციხიდან ყველა პატიმარი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში კერძო კლინიკებში გადაჰყავთ და სააკაშვილის შემთხვევაშიც საუბარია არა პრივილეგიაზე, არამედ „ეს სტანდარტი და მიღებული პრაქტიკაა“.

„ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჰოსპიტალიზაციას რაც შეეხება, ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინიტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თუმცა გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში და გადაიყანენ მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ჯერ ერთი ის, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკრად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს კერძო კლინიკებთან და რუსთავის ამ დაწესებულებიდან პატიმარი ყოველთვის გადაჰყავთ კერძო კლინიკაში. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე პრივილეგიას ითხოვს, ესაა სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალის წაყენებას, საძაგლიშვილი განმარტავს, რატომ არ შემოვიდა სააკაშვილი იმ გზით, რაც დაანონსებული ჰქონდა.

„მის მიერ საჯარო განცხადების შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო დაანონსება კონტრაქციების, დაიწყო საუბარი ძალადობაზე, არეულობაზე. მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი მხრივ არ დაეშვა არეულობა, დაპირისპირება და ერთი ადამიანის თავიდანაც კი თუნდაც ერთი თმის ღერის ჩამოვარდნა, ამიტომ გადაწყვიტა ქვეყანაში შემოსულიყო აბსოლუტურად სხვა გზით და არა იმ გზით, რაც დაანონსებული იყო. ამით თავიდან აიცილა ისიც, რომ ხელისუფლება არ დასვამდა მის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში და მას ქვეყანაში დაბრუნებაში შეუშლიდა ხელს“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

გარდა ამისა, საძაგლიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშილის მიერ ციხესთან შეკრებილი ადამიანებისთვის მიმართვას და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ტექნიკური პროცედურებისთვის გზასთან არსებულ ოთახში იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილი ტექნიკური პროცედურებისთვის გზის ნაპირას არსებულ ოთახში აღმოჩნდა. გაიგო, რომ გარეთ აქცია მიმდინარეობდა და ვერაფერმა დააბრკოლა მისი სურვილი, რომ ამ ადამიანებთან ვიზუალური კომუნიკაცია დაემყარებინა“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია