ლევან ხაბეიშვილი - რასაც გადაწყვეტს თბილისელთა უმრავლესობა, იმას გააკეთებენ საკრებულოს წევრებიც, რამდენიმე მათგანთან კომუნიკაცია მაქვს - არ მიმაჩნია, რომ ყველა ისეთი გონებადაკარგულია, მეორე მიმართულებით წავიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის საკრებულოს მხრიდან დედაქალაქის მთავრობის დამტკიცებას პრობლემა არ შეექმნება.

როგორც ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ თბილისის მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრისას განაცხადა, ეს საკითხი ხალხის გადასაწყვეტია და საკრებულოს წევრებიც იმას გააკეთებენ, რასაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს.

„ეს ხალხის გადასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საკრებულოში უმრავლესობა უკვე გვაქვს, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წავალთ, თუ არჩევნები სხვანაირად დასრულდა. მე დარწმუნებული ვარ, რასაც გადაწყვეტს თბილისელთა უმრავლესობა, იმას გააკეთებენ საკრებულოს წევრებიც. მე რამდენიმე მათგანთან კომუნიკაცია მაქვს. არ მიმაჩნია, რომ ყველა ისეთი გონებადაკარგულია, რომ რასაც თბილისელები გადაწყვეტენ, ისინი მეორე მიმართულებით წავლენ. თუ ვინმეს უნდა თქვას, რომ თურმე მოაწყობს გადატრიალებებს, მთავრობას არ დაამტკიცებს და ბიუჯეტს არ მისცემს, ძალიან ცდება.

ამ წუთას „ქართულ ოცნებას“ სამი დეპუტატით მეტი ჰყავს და დარწმუნებული ვარ მათთან კომუნიკაციით, რომ თბილისელების გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათი ნაწილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მისი აღმატებულება ქართველი ხალხი გადაწყვეტს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა