რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებთან ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან (NCDC) ერთად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან ორსულობისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, კახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გაუძღვებიან: ლელა ბაქრაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა შენგელია - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, ზაზა ბოხუა - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი (თსსუ), ნიკოლოზ კინტრაია - საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„საქართველოში COVID პანდემიის მეოთხე ტალღის ფონზე, როდესაც გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი, უმნიშვნელოვანესი ხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ. ასეთ დროს, დედათა ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ორსული ქალები წარმოადგენენ. მონაცემებით დასტურდება, რომ ამ ჯგუფში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoH), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა (NCDC), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შეიმუშავა შუალედური კლინიკური რეკომენდაციები ორსულებში კოვიდ ინფექციის მართვასთან დაკავშირებით.

შედგენილი რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების ხელშესაწყობად, პარტნიორები ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. ამჯერად ისინი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებს კახეთის რეგიონში შეხვდებიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა