მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ წევრებმა ჭორვილაში აქცია გამართეს

მოძრაობამ „თავისუფლება მიშას“ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერი წარწერით - „თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს“ და სკანდირებდნენ - „მიშა, მიშა“.

ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც გზა გადაკეტეს. პოლიციელებმა გზაზე კორდონი გააკეთეს, რისი გადაკვეთის შესაძლებლობასაც აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ.

სწორედ კორდონის მეორე მხარეს ადამიანების კიდევ ერთი ჯგუფი იყო შეკრებილი. ისინი, სავარაუდოდ, კონტრაქციას მართავდნენ.

„ჩვენ აქ ვნახეთ უპრეცედენტო რამ, პოლიცია მოვიდა და გზა გადაკეტა, ეს სამარცხვინო ამბავია. მესმის პოლიციელების რომ ისინი დავალებას ასრულებენ, მაგრამ ამ ადამიანებს ვპირდებით, რომ ძალიან მალე ეს პოლიციელები კანონიერ დავალებებს შეასრულებენ და ასეთი დავალებების შესრულება აღარ მოუწევთ“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, გიორგი მუმლაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი