ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათი კანდიდატების მხარდაჭერა და ხმის მიცემა რეალურად ძალიან დიდი სირცხვილია

დღეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათი კანდიდატების მხარდაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ქვეყანას „დაამშვიდებს“ და შემდეგ რეალური პრობლემების მოგვარებას დაიწყებს.

„ხობში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ დაგვემთავრებინა „ნაცები“,თუმცა გასაგებია, სხვადასხვა ფაქტორების გამო, აქ მეორე ტური მოგვიწევს. მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი ძალიან დიდ უპირატესობით გაიმარჯვებს. ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვს. დღეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათი კანდიდატების მხარდაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ხობის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო. მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას, რეალური პრობლემების გადაჭრას“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს