„არემჯის“ მხარდაჭერით, ბასილ მელიქიშვილის წიგნი გამოიცა

„არემჯის“ მხარდაჭერით, მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნი გამოიცა.

წიგნის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

„თურმანი - ასე ეწოდება მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნს, რომელიც მის შემოქმედებას, გასულ საუკუნეში გამოქვეყნებულ და დღემდე უცნობ ნაწარმოებებს აერთიანებს.

წიგნი კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით გამოიცა და მისი პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნის შემდგენელ-რედაქტორები არიან ისტორიკოსი და მკვლევარი ლევან ჟვანია და ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი გია არგანაშვილი.

ბასილ მელიქიშვილი არის არაერთი შესანიშნავი მხატვრული ტექსტის ავტორი. მისი შემოქმედება დატვირთულია მითოლოგიური ელემენტებით, ფოლკლორული ხასიათებითა და ისტორიული წარსულით. მწერლის მოთხრობები და მინიატურები ეხმიანება სახელმწიფოებრიობის დაკარგვით გამოწვეულ საზოგადოების მძიმე მდგომარეობას.

ბასილ მელიქიშვილი 1924 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ის დაავადდა ჭლექით. საბჭოთა ხელისუფლებას შეყვანილი ჰყავდა „შავ სიაში“ და კრძალავდა მის ლიტერატურას. დაავადებულ და სიდუხჭირეში მცხოვრებ მწერალს, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ მისი უახლოესი მეგობარები: მიხეილ ჯავახიშვილი, გერონტი ქიქოძე, ევგენი ხარაძე, გიორგი შატბერაშვილი და სხვ. 1930 წელს 26 წლის მწერალი გარდაიცვალა, დასაფლავებულია სოფელ პანტიანში.

ბასილ მელიქიშვილი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ ათეული წლები იყო აკრძალული. მისი შემოქმედების მცირე ნაწილი, 1975 წელს იატაკქვეშა ჟურნალ „ოქროს საწმისში“ დაბეჭდეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ.

წიგნი თურმანი არის ერთადერთი სრულყოფილი გამოცემა, სადაც მწერლის ნაწარმოებებთან ერთად, დაბეჭდილია სხვადასხვა ცნობილი ავტორის წერილები ბასილ მელიქიშვილის შემოქმედებაზე“ , - აღნიშნული ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა