ირაკლი კობახიძე - მოცემულობა შემდეგია: ის შედეგი გავიმეორეთ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა, „ნაცმოძრაობის“ ბელადი ციხეშია, თუ ვინმეს რამე ილუზიები აქვს, შეუძლია თავისთვის შეინახოს

„ქართული ოცნება“ სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით და ამ ლეგიტიმაციით გააგრძელებს ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაკარგოს და „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტია შეიცვალონ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმეს რამე ილუზიები აქვს, შეუძლია ეს ილუზიები თავისთვის შეინახოს.

„პოლიტიკური მოცემულობა არის შემდეგი - ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ ამომრჩეველთა ხმების 47%, გავიმეორეთ ის შედეგი, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა. „ნაცმოძრაობის“ ბელადი არის ციხეში, შესაბამისად, თუ ვინმეს რამე ილუზიები აქვს, შეუძლია ეს ილუზიები შეინახოს თავისთვის. „ქართული ოცნება“ სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით და ამ ლეგიტიმაციით გააგრძელებს ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო