ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში „ფეიკია“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც - მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები

ამ ფაქტმა შეგვახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში აბსოლუტური „ფეიკია“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც არხის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების სცენას დგამდა.

მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.

„თავისთავად ეს სცენარი შეიძლება საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა თუ რას წარმოადგენს. 1. ის, რომ არის ყველაფერში აბსოლუტური „ფეიკი“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც „ფეიკია“, ჩამოსვლაშიც „ფეიკია“, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

იხილეთ ვიდეო

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა