ჩეხეთის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დუშეთის შშმ პირების პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს გაეცნო

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანსიონატს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მილუშე ჰორსკა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკასი ესტუმრა.

როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპატიო სტუმრები პანსიონატში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და პანსიონატის დირექტორმა გიორგი მარტყოფიშვილმა მიიღო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა, დესკ-ოფიცერი ევა კარლიკოვა და პროექტების მენეჯერი თამარ კურტანიძე.

„ჩეხმა სტუმრებმა მოინახულეს სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული დუშეთის პანსიონატი, ადგილზე გაეცნენ პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების საჭიროებებსა და მიმდინარე პროცესებს. ამასთან, დაათვალიერეს ჩეხეთის კარიტასის პროექტის ფარგლებში შეძენილ კერძო სახლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, რაც დაკავშირებულია ახალი სერვისების შექმნასთან.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ჩეხეთის კარიტასის მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციას. კერძოდ კი, უახლოეს მომავალში განხორციელდება დიდი ზომის პანსიონატებში მცხოვრები შშმ პირებისთვის თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლებით უზრუნველყოფა.

საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიროსლავ ადამეკი და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი ვაცლავა ბრაბცოვა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩეხეთის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლები იქნება ერთგვარი მოდელი, თუ რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვაში უწევთ გადასვლა. აღსანიშნავია, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მარტყოფის შშმ პირების პანსიონატშიც ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა