მმართველი გუნდი დამარცხების შიშით ახალი პოლიტპატიმრების გაჩენაზეც არ იხევს უკან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა, რითაც ყოფილი ძალოვანის ლექსო რაფავას დაკავებას და პოლიციის მაიორის რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკის ჩატარებას ეხმიანება.
ლაშა დამენიას განცხადებით, „ქართლი ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პირწმინდად დამარცხდება.
„ქართული ოცნება“ ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ყოფილი ძალოვნების დაპატიმრება, ეს ნიშნავს ახალი პოლიტპატიმრების გაჩენას, იმიტომ რომ მმართველ გუნდს მეორე ტურში ფაქტობრივად ყველგან დამარცხების შიში აქვს, მათი ეს ქმედება არის შიში ფაქტორის დათესვის მცდელობა, თუმცა მინდა დავარწმუნო ისინი, რომ მათ არანაირი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ უშველის, ისინი პირწმინდად დამარცხდებიან და საქართველოს მოსახლეობა ამას 30 ოქტომბერს დაუმტკიცებს მათ“ , - განაცხადა დამენიამ.