ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა მომატებულია - ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, „ფაიზერის“ დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით

ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა მომატებულია - ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, „ფაიზერის“ დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუჯერონ ყალბ ინფორმაციას, ვინაიდან ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

„რაც შეეხება კოვიდვითარებას. ბუნებრივია, რომ ჩვენ ახლა სიტუაციას ვაკვირდებით, ბოლო პერიოდში მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მინდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ნუ დაუჯერებთ ყალბ ინფორმაციებს.

აბსოლუტურად უსაფრთხოა ვაქცინა, ყველა აცრილები ვართ, რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა, მეცნიერებას დავუჯეროთ ჩვენ და ფაქტებს, ნუ დავუჯერებთ ყალბ ინფორმაციას. ვაქცინები შემოტანილია, ყველანაირი გვაქვს. პირველ ოქტომბერს დამატებით მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვიტანეთ, გვაქვს „ფაიზერი“, კიდევ დამატებით ნახევარ მილიონს ახლა ველოდებით. ასე რომ, ყველაფერი ჩვენს ხელთ არის. გავუფრთხილდეთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო