ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“ გამოდის - როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ბევრი მნახველი მიდიოდა, იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა

ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენება, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება, რომ ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ აპირებს.

მისი თქმით, მოსახლეობა ამ „ფარსსა და ტყუილს არ დაიჯერებს.

ამასთან, ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში ადოლფ ჰიტლერს ბაძავს, თუმცა ყალბია.

„ფარსი დადგეს, თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტი შექმნეს, ამით თავის თავს და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას? ამით მათ შეურაცხყოფას აყენებენ. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ, ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც ნიკა მელიამ დაასახელა, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ვინ არის „გირჩი“, ზურა ჯაფარიძე?- „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. „ევროპული საქართველო“ ვინ არის? ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე, ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, ამომრჩევლის დასაბნევად, თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით, ამავე დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მათი ნატურა არ შეიცლება. ეს იგივეა, რომ კაცმა ეშმაკს დაუჯეროს. შედარება მინდა გავაკეთო. არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“გამოდის, რატომ? როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა, დაახლოებითი იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს ხალხს, მსოფლიოს დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა... ამ კაცმა ქვეყანა დაანგრია, გადაუარა ქვეყანას, ტანჯა, დახოცა ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ „ქვების გროვა“ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. მაჩვენეთ ნებისმიერი მოქალქე, ვინც ამ ადამიანს ხმას აძლევს. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და დანაშაულში თანამონაწილეობა. მინდა მათ ამომრჩეველს მივმართო, მესმის, რომ შეიძლება ყველა არ არის დღევანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი. ეს ნორმალურიც არის, ამიტომ ეს არის ჩვენთვის ერთი მხრივ, გაკვეთილი, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს.

როგორც მელიამ განაცხადა, ის პარტიის რიგით წევრად დარჩება.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა