ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ

ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51, შიდა ნომერი 0.

„საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51, შიდა ნომერი 0. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მერის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური უბნები უკვე შექმნილია. ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით“, - განაცხადა იოსელიანმა.

მანვე განმარტა, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

„აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება დილის 8:00 საათზე და დასრულდება 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ვადების გათვალისწინებით, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ სპეციალური პროცედურები. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება“, - განაცხადა იოსელიანმა.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს